სენაკის მუნიციპალიტეტში მომავალი წლიდან ახალი, ევროპული სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დაიწყებს ფუნქციონირებას. ფოთის ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 30-იან წლებში აგებული №2 საბავშვო ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე, 2 სართულიანი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ გამგებლის მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ორიგინალური არქიტექტურით გამორჩეული შშმ პირებზე ადაპტირებული საბავშვო ბაღის შენობა 80 აღსაზრდელზეა გათვლილი. მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 3 ჯგუფი გაიხსნება.
პროექტის ღირებულება, რომელსაც ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე დათო ადამია, შეადგენს 279 521 ლარს. 2013 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სრულად ან ნაწილობრივ, რეაბილიტირდა 26 და აშენდა 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა.
სენაკის მუნიციპალიტეტში ევროპული სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დაიწყებს ფუნქციონირებას
27/10/2017