სენაკის მერმა ორშაბათის სამუშაო შეხვედრა გამართა

14/03/2022

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებთან ორშაბათის ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გამართა. ვახტანგ გადელიამ თითოეულ სენაკელს, მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური აიპ-ების, შპს-ებისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს, ვინც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში საკუთარი წვლილი შეიტანა, მადლობა გადაუხადა. მუნიციპალიტეტის მერმა მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებისგან დეტალური ინფორმაციები მიიღო გასულ კვირას განხორციელებული აქტივობებისა და არსებული საჭიროებების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გასული კვირის მანძილზე, ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების და თანადაფინანსების პროგრამით, 17 910 ლარის ფარგლებში, დახმარება 58 მოქალაქეს გაეწია; ასევე, 18 წლამდე ასაკის 53 შშმ პირმა, 5 300 ლარის ფარგლებში, ისარგებლა შესაბამისი პროგრამული დახმარებით. მიმდინარე წელს, დიალიზით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის დიალიზის ცენტრებამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური დაფინანსება 200 ლარამდე გაიზარდა. გასულ კვირას, დახმარება 3 400 ლარის ფარგლებში, 17 ბენეფიციარს გაეწია. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორებში დაგეგმილ პროექტებს, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობას, ახალ ინიციატივებს, სამოქმედო გეგმების განხორციელების კონცეფციებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0