სემეკმა მოქალაქეებს 154 000 ლარი ჩამოაწერა

15/01/2016

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2016 წლის პირველი საჯარო სხდომა გამართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 55 საკითხი განიხილა.
საკითხების უმეტესობა მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა.
“მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. საჩივრების უმეტესობა შპს “ყაზტრანსგაზ თბილისის” მიმართ დაფიქსირდა. მთლიანობაში ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 154 000 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ, როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც”, – ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0