საჯარო სკოლებში არდადეგების განმავლობაში სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა. განახლებული სასწავლო გარემო დახვდებათ მოსწავლეებს თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში, სადაც გარემონტდა საკლასო ოთხები, დერეფნები, ბიბლიოთეკა, უნივერსალური დიზაინით მოეწყო ინტეგრირებული საკლასო ოთახი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
64-ე საჯარო სკოლაში გასულ წლებში უკვე მოეწყო ახალი ექიმის კაბინეტი, სასკოლო ბუფეტი, ღია სპორტული მოედანი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლის კოტიგენტი და 600 მოსწავლიდან 1300 მიაღწია, ამას კი, თანამედროვე სასკოლო გარემო და სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხი განაპირობებს.
საჯარო სკოლებში არდადეგების განმავლობაში სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა
06/09/2017