საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრა გაიმართა

13/10/2017

საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ, კანონის ახალი რედაქცია და მის გარშემო არსებული გამოწვევები განიხილეს. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის, ამერიკის პროფკავშირების სოლიდარობის ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს ყველა რეგიონში ეტაპობრივად ხორციელდება. როგორც საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ მანანა გელაშვილმა განაცხადა: „შეხვედრების მთავარი მიზანია, საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა, იცოდნენ კანონის შესაბამისი რეგულაციები, ეფექტურად განახორციელონ ერთი მხრივ თავიანთი მოვალეობები და ასევე ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა დაიცვან საკუთარი უფლებები“. სემინარი კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0