ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქუთაისის #27-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავზე წყალშემკრები ღარებისა და წყალსაწრეტი მილების შეცვლა მიმდინარეობს. ამ დროისთვის წყალშემკრები ღარებისა და მილების შეკეთება, შეცვლა და მონტაჟი 12 მისამართზე განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება კიდევ 8 საცხოვრებელ კორპუსზეა დაგეგმილი. სამუშაოებს, რომელიც ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსი“ ასრულებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსის“ დირექტორი ზურაბ ნაკაიძე გაეცნო.
სახლებზე ამორტიზებული წყალშემკრები ღარები იცვლება
18/08/2017