სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ხობში პროექტები დაათვალიერა

20/08/2019

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატას, ზემო ქვალონის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელო-ზემო სვანეთის სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს. ზემო ქვალონში 4.4 – კილომეტრიანი და საჯიჯაო-ახალი ხიბულის დამაკავშირებელი 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა (სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება). ხოლო, მუნიციპალური განვითარების ფონდი შუა ხორგა-გამოღმა შუა ხორგა-ქარიატის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ახორციელებს. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 6 487 000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0