სახელმწიფო პროგრამის მიზანია პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა

09/11/2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომისიის სხდომა გაიმართა. სახელმწიფო პროგრამის მიზანია პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ამისთვის ცალკეულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ და დადგენილების შესაბამისად შერჩეულ პირთა გადამზადება. პროგრამა გავრცელდება იმ მაღალმთიან დასახლებებზე, რომლებიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე და მის ზევით და სადაც ცხოვრობს არანაკლებ 4 და არაუმეტეს 100 ფიზიკური პირისა და სადაც ფიზიკურად არ ფუნქციონირებს სამედიცინო დაწესებულება, ან არ არის ,,სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ,,პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის მიმწოდებლის ძირითადი განთავსების ადგილი. პროგრამით გათვალისწინებული პირველადი (ექიმამდელი) სამედიცინო დახმარების სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ პროგრამის ბენეფიციარს გადაეცემა სერთიფიკატი და სამედიცინო ჩანთა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0