ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში თანამშრომელთა და ბენეფიციართა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სპეციალური ღონისძიებები ხორციელდება. გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სამსახურში გამოცხადება ეკრძალებათ სააგენტოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში იმყოფებოდნენ, ან კონტაქტი ქონდათ ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან ან ინფიცირებულთან. აღნიშნულ პირებს სამსახურში გამოსვლა შეუძლიათ საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ. სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით, დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ქრონიკული დაავადებების, ასევე სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირები და ორსულები. დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა ეხება სოციალურ მუშაკებსაც. მინდობით აღზრდისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციართა შემთხვევებზე სოციალურმა მუშაკებმა სატელეფონო კონტროლი უნდა მოახდინონ. ადგილზე გასვლა კი უნდა მოხდეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. აღნიშნული ეხება სააგენტოს სხვა თანამშრომლებსაც, დირექტორის, მისი მოადგილეების, დეპარტამენტების და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირების გარდა. ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა კრიზისული ცენტრებიც. შეწყდა მოქალაქეების მიღება და შესაბამისად ბენეფიციარებს მომსახურება დისტანციურად გაეწევათ. გადაუდებელ შემთხვევაში, ბენეფიციარის ოფისში მიღებისას, აიკრძალა ერთდროულად ერთზე მეტი პირის მომსახურება. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში კვლავ დარჩება და იმუშავებს ცხელი ხაზის ოპერატორი.
ბრძანების თანახმად, სააგენტოს ცენტრალურმა აპარატმა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ შენობა-ნაგებობების დღეში სამჯერ, სველი წესით დასუფთავება შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
სააგენტოს ადამისსტრუქტურულ ქვედანაყოფებში განცხადებების მიღება განხორციელდება ელექტრონულად, მისამართზე – infocareagency@moh.gov.ge გამონაკლის შემთხვევაში კი დოკუმენტების მიღება მოხდება სპეციალურად განთავსებული ყუთების გამოყენებით.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადადის

17/03/2020