სახელმწიფო დროშა ქართველმა სპორტსმენებმა მცხეთაში, ბებრის ციხეზე აღმართეს

14/01/2018

საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთაშიც გაიმართა, სადაც ეროვნული დროშა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ბებრის ციხეზე აღმართა.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ბებრის ციხეზე დროშის აღმართვისას ანსამბლმა “მცხეთა”, შეასრულა.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0