სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენებულ ბაღში ფსტის პირველ მოსავალს ელოდებიან

12/09/2021

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი მეტრეველმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანას ველზე სახელმწიფო ხელშეწყობით გაშენებული ფსტის ბაღი დაათვალირიერა. შპს „ტარიბანა 2016″ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2016 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ფსტა გააშენა. 47 ჰა-ზე ფსტის გაშენებისათვის კომპანიამ 700,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 360,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0