სახალხო დღესასწაული „შემოქმედობა 2016“ გაიმართა

21/09/2016

სახალხო დღესასწაული „შემოქმედობა 2016“ სოფელ შემოქმედში გრანდიოზულად აღინიშნა. გაიმართა ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი. სპეციალურად ამ დღისთვის ანრი ჯოხაძემ, სოფო ბედიამ, მაკა ზამბახიძემ, სოფო ხალვაშმა და ნინი ბადურაშვილმა იმღერეს. მოეწყო ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების: ,,შემოქმედის, ” „ურეკის,“ და „ზენაარის“ კონცერტი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ საპატიო შემოქმედლები, ტრადიციულად, წელსაც დაასახელეს. საპატიო ჯილდო ამჯერად ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატს, სახალხო არტისტს – ჯემალ ჭკუასელს, მეღვინე – ანდრო ვაშალომიძეს და სოფელ შემოქმედის კოლორიტს – ლევან გორგაძეს გადაეცა.
წელს „შემოქმედობის“ დღესასწაულზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 100%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები: შემოქმედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული – ანი საბაშვილი და მერიის საჯარო სკოლის მოსწავლე ცისი მოისწრაფეშვილი ოზურგეთის მუნიციალიტეტმა 3 000 ლარით დააჯილდოვა.
ღონისძიება გრანდიოზული ფეირევერკით დასრულდა.
„შემოქმედობის“ დღესასწაული გასულ წელს დაწესდა და ტრადიციულად 20 სექტემბერს აღინიშნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0