სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა“ აღინიშნა

16/09/2019

მცხეთა-მთიანეთში, სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ეროვნული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნა ქართული ფოლკლორი, მოეწყო შემეცნებითი სივრცეები და გასართობი კუთხე ბავშვებისთვის.
„ყაზბეგობა 2019“-ს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილეებთან ერთად დაესწრო და მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა.

„მოხარული ვარ, რომ ყაზბეგობას თქვენთან ერთად აღვნიშნავ. ეს დღე თითოეული მოხევისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და მჯერა, ყოველ მომდევნო წელს, დღესასწაულს უფრო მეტი ადამიანი იზეიმებს. ხევი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი და ღირსშესანიშნავი ადგილია. შესაბამის უწყებებთან ერთად ვმუშაობთ, რათა აქ არსებული პოტენციალი სათანადოდ გამოვიყენოთ და ყაზბეგი კიდევ უფრო ძლიერ და მიმზიდველ მუნიციპალიტეტად ვაქციოთ“ – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

„ყაზბეგობა 2019“ გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0