სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2023“ გაიმართა

24/09/2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ძველ გერმანულ უბანში, სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2023“ აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, გაიმართა ქუჩის კარნავალი და ანიმატორების შოუ, ასევე გამოიფინა ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრები. დღესასწაულის სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.
“ბოლნისქალაქობა 2023-ის“ დასასრულს მოეწყო გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა “ერისიონი”, კვარტეტმა “რანინა”, ჯგუფმა Reggaeon და Tamada მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. სახალხო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მისი მოადგილე ნიკა კობახიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატი გოგი მეშველიანი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი, ქვემო ქართლის მხარის მუნიციპალიტეტების მერები, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და სხვა მოწვეული სტუმრები მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0