სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ. ისინი ბოლნისში ეროვნულ უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას გაეცნენ.
ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა საბჭოს წარმომადგენლებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნეს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ეთნიკური უმცირესობებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით ბოლნისში არსებული ვითარება სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში აისახება.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ
03/07/2019