საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველი სვლა სიმბოლურად საქართველოს საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა

24/09/2018

საჭადრაკო ოლიმპიადაზე სიმბოლურად პირველი სვლა საჭადრაკო დაფაზე საქართველოს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მას სიმბოლური საპასუხო სვლით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაუპირისპირდა. გიორგი მარგველაშვილმა პირველი სვლა ქართველი მოჭადრაკის ბაადურ ჯობავას ნაცვლად გააკეთა.
ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ოლიმპიადაზე 3-3 ნაკრებით წარდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0