საცხოვრებელი სახლების კომისიამ სამუშაო გრაფიკი შეიმუშავა

10/03/2016

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში “უსახლკარო და მძიმე სცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის“ თაობაზე კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია უძღვებოდა.
გიზო სართანიას ინფორმაციით, სხდომაზე კომისიის მუშაობის სხვადასხვა ეტაპები განიხილეს როგორიცაა: საინსტრუქტაჟო თათბირი გამგებლის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, ქვეკომისიების ფორმირება და მათზე ადმინისტრაციული ერთეულების მიმაგრება ანკეტირებისთვის, ტექნიკური დავალების მომზადება, შემოსული განცხადებების საფუძველზე ოჯახების ანკეტირება, შერჩეული ოჯახების გამოვლენა, მშენებლობის დაწყება და დასრულება. გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას განმარტებით, დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა 21 მარტია. კომისია არცერთ შემოსულ განცხადებას არ დატოვებს უყურადებოდ და ბენეფიციარების მდგომარეობას ადგილზე გადაამოწმებს.
„ საცხოვრებელი სახლების პროექტში არის სიახლე , რაც მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 4–5 ოთახიანი სახლების დაპროექტებას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტში ყველა მოქალაქეს შევუქმნათ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები. 2015 წელს, ჩვენ 16 სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახს დავეხმარეთ და საცხოვრებელი სახლები საჩუქრად გადავეცით. წელს კი უფრო მეტი ოჯახის დახმარებას შევძლებთ“. – განაცხადა გიზო სართანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0