საჩხერეს მუნიციპალიტეტის სოფლებს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

26/10/2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს. სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, სადაც წლებია წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია არ მომხდარა, ათეულობით მილიონი ლარია გამოყოფილი.
მინისტრი ზურაბ ალავიძე, რეგიონებში არსებული წყალმომარაგების პრობლემებს ადგილზე ეცნობა. მინისტრმა, ამჯერად საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში საირხესა და ჭორვილაში წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2019 წლის მარტში დასრულდება, რის შემდეგაც საჩხერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0