საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები გრძელდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 936 388 ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავი წყალმომარაგებით 950 – მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები, აშენდება საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდება. სათავე ნაგებობის კეთილმოწყობის შემდეგ მოეწყობა წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალი, მოხდება მისი შიდა დაქსელვა და აბონენტთა გამრიცხველიანება.
წყალსადენი სისტემის მოწყობით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტელი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება აგვისტოს თვეში.
საჩინოში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები გრძელდება
23/03/2016