ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის „საქმიან ეზოში“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე სამუშაოებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი ალადაშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ, ზურაბ უტიაშვილთან ერთად გაეცნო. „საქმიანი ეზოებიდან“ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა, სატყეო რეფორმის მიხედვით, 2026 წლიდან იგეგემება. ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოები და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის განვითარება უზრუნველყოფს, როგორც მოსახლეობის მიერ სათბობი შეშის შეუფერხებლად ათვისებას, ასევე, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს ზრდის. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, თითქმის ყველა რეგიონში 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. 2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.
საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა, სატყეო რეფორმის მიხედვით, 2026 წლიდან იგეგემება
27/01/2023