საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება

22/07/2016

„დღეს არის საშუალება, რომ სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები ერთიანად შეფასდეს ისეთი ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი. მათ აქვთ ძალიან ნათელი, აღქმადი გზავნილები, რომლებიც არის ორი მიმართულებით. პირველი, რომ რეფორმა სწორია და მიმართულება, რომელიც ჯანდაცვის სისტემას აქვს აღებული, სწორია. ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. რჩება გამოწვევები, რომელზეც ჩვენ გვექნება ძალიან დეტალური განხილვა“-ეს განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გააკეთა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ექპერტებმა პროგრამის ეფექტურობა შეაფასეს და რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.
კვლევის შედეგების მიხედვით:
გაიზარდა სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული სერვისებით მოცვა:
2012 წ. – 41%
2015წ – 95%
შემცირდა ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი:
2012წ – 65%
2014წ – 57%
გაიზარდა ამბულატორიული ვიზიტები ერთ სულზე:
2012წ -2.3
2015 წ-6.0
ჰოსპიტალიზაცია 100 მოსახლეზე:
2012წ – 11.3
2015წ -12.0
გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მშპ-დან:
2012წ-1.8%
2015 წ -3%
მოსახლეობის ფინანსური დაცულობისთვის სამიზნე -4%
გაიზარდა ჯანდაცვაზე დანახარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან :
2012წ -5%
2015 წ -7%
მოსახლეობის ფინანსური სამიზნე12%

ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა და პროგრამის მიმდინარეობა შეაფასა.
მსოფლიო ბანკისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებები მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა აპარნა სომანათჰანმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის ფინანსირების უფროსმა სპეციალისტმა სარა ტომსონმა წარადგინეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამედიცინო საზოგადოება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0