საქველმოქმედო აქცია მცხეთის მუნიციპალიტეტში

06/04/2016

ქალაქ მცხეთისა და თემში მცხოვრებ შშმ პირებს, სპეციალური საჭიროების 15 ერთეული ეტლ-სავარძელი, საკვები პროდუქტი, ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ.
საქველმოქმედო აქცია მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების ინიციატივითა და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლდს-ჩერიტი“ -ის მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებას, მოსახლეობასთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, მცხეთის თემის გამგებელი ზურაბ აბესაძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე, და ა(ა)იპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთინების“ დირექტორი გიორგი ატაშვილი ესრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0