საქველმოქმედო აქცია მესამე წელია ხორციელდება

29/12/2019

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით მიმდინარე საქველმოქმედო აქციის ფარგლებში,რწმუნებულის მოადგილემ გიორგი გონაძემ და ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა ირმა მაქარაშვილმა თანამშრომლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კენაშში, ზედა აღვში და ალპანაში მცხოვრებ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. აქციაში სხვა კერძო ორგანიზაციებთან ერთად, ამბროლაურის აეროპორტიც ჩაერთო. აეროპორტის თანამშრომლებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. წესში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და საჩუქრები გადასცეს. საქველმოქმედო აქცია მესამე წელია ხორციელდება და ითვალისწინებს რეგიონის მასშტაბით განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვებისთვის ახალი წლის დღეების გალამაზებას და მათ გახარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0