საქართველო ძალიან მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით

09/04/2023

საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის ინტერესი გამოხატეს ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებმა ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, როგორც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და გეგმებზე, ასევე ზოგადად, ეკონომიკის სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროში არსებულ მზარდ დინამიკაზე, მათ შორის ინვესტიციების კუთხით. Elsewedy Electric-ის წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერს გაუზიარეს ხედვა და ინტერესი საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ინფრასტრუქტურულ, მათ შორის, ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებით გამოიხატევა. მათი შეფასებით, საქართველო ძალიან მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით და ამ პოტენციალს ეფექტიანი გამოყენება სჭირდება. Elsewedy Electric-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ინჟინერია, მშენებლობა, ელექტროპროდუქტები, ციფრული გადაწყვეტილებები, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და ა.შ. კომპანიას 17 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და მისი კაპიტალის ბრუნვა 3.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. Elsewedy Electric-ის 31 საწარმოო ობიექტი მდებარეობს აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის: ეგვიპტეში, ალჟირში, კატარში, ინდონეზიაში, პაკისტანსა და ტანზანიაში. კომპანია ექსპორტს მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0