ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობისგან მომავალი ბენეფიტებით უფრო ხშირად ისარგებლონ, – აღნიშნული განცხადება ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა გააკეთა.
„უკეთესი ბიზნეს-შესაძლებლობები საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის გაუმჯობესებული გარემო, გაზრდილი ენერგოეფექტურობა – ეს არის მხოლოდ რამდენიმე სფერო, სადაც უკვე დავინახეთ იმედის მომცემი ნიშნები შეთანხმების დროებითი გამოყენების დროს და რომელიც ახლა შემდგომ პროგრესს შეძლებს. ნება მიბოძეთ წავახალისო საქართველო, რათა სრულად გამოიყენოს არსებითი დახმარება – წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რომელსაც ევროკავშირი ქვეყნის რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად უზრუნველყოფს“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
საქართველო ყოველწლიურად ევროკავშირისგან 100 მილიონ ევროს მიიღებს დახმარების სახით
01/07/2016