საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი

25/04/2016

საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას. კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ საქართველო თავისი ტრადიციებით, კულტურით, ისტორიით ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და სურს ევროპასთან ერთად განვითარება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, მათ შორის კანონის უზენაესობას, სტაბილურობას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას და სურს, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, სადაც ისტორიულად ეკუთვნის ადგილი.
კვაჭანტირაძემ ასევე, ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ვიზალიბერალიზაციის გზაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0