საქართველო რჩება ნატოს და მეგობარი ქვეყნების ღირსეულ პარტნიორად

12/10/2017

“საქართველოს პარლამენტი ხვალ საბოლოოდ მიიღებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც ქვეყნის თავდაცვის საკითხები სათანადოდ მოწესრიგდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, მკაფიოდ და სათანადოდ, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, წესრიგდება და იმიჯნება უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში. „განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მართვა, თავდაცვის ძალების მართვა და სამხედრო ძალების გამოყენება. ძლიერდება პარლამენტის როლი და ფუნქციები თავდაცვის სფეროში. აქვე აღვნიშნავ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო, ისევე, როგორც, მთლიანად, თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დგას. მისივე თქმით, მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის ვალია.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს საუკუნეების მანძილზე უწევდა მუდმივი ბრძოლა და შრომა მშვიდობის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და ‘სამწუხაროდ, ეს გამოწვევები აქტუალურია დღესაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0