საქართველო „ინოვაციური დაფინანსების“ გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

22/09/2017

გაეროს 72-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველო „ინოვაციური დაფინანსების“ გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა, რომელსაც მომდევნო ერთი წლის მანძილზე განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.
ეს არის საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობა, რათა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გლობალურ დონეზე 2030 წლის მიზნების მიღწევის საქმეში.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ფილიპ დუსტე-ბლაზისთან და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, იანიკ გლემარეკთან საერთო ავტორობით შექმნილი „თბილისის ფორუმის“ რეკომენდაციები ინოვაციური დაფინანსების გლობალური დიალოგისთვის მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტი ხდება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0