საქართველო ელექტრონული ჯანდაცვის რიგით მეორე საერთაშორისო ვორქშოპს მასპინძლობს. ღონისძიებაში მეზობელი და ევროპის რეგიონიდან სულ 10 ქვეყანა მონაწილეობს. შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით ციფრული ბაზრების კვლევების შედეგები განიხილება. ამის მიხედვით კი, შემდგომი აქტივობები დაიგეგმება და სამოქმედო გეგმა განისაზღვრება. კვლევის ჩატარების გადაწყვეტილება ევროკომისიამ და პარტნიორმა ქვეყნებმა პირველი ვორქშოპის დროს – მიმდინარე წლის თებერვალში მიიღეს.
საერთაშორისო ვორქშოპი საქართველოში ევროკომისიის ეგიდით იმართება და ქვეყანათაშორის არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
საქართველო ელექტრონული ჯანდაცვის რიგით მეორე საერთაშორისო ვორქშოპს მასპინძლობს
14/09/2017