საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ჰაერის ტემპერატურა +21-დან +26 გრადუსამდე მოიმატებს. დღეს კი ჰაერის ტემპერატურა +10°C, +15°C იქნება. ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში მოთოვს. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება.
უამინდობის გამო თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წუხელ 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა. ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა 8 რეისიც.