საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia” ფარგლებში, თელავში შეხვედრა გაიმართა

25/07/2022

საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia” ფარგლებში, თელავში, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, პროექტის დონორი ორგანიზაციების და სამიზნე მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც კითხვა- პასუხის რეჟიმში გაიმართა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და სატყეო სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ტყესთან დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ ადგილობრივი თემების ცნობიერების ამაღლებისა და ტყის მდგრად მართვაში მათი როლის გაზრდის მნიშვნელობაზე. პროექტი „ECO.Georgia” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) მიერ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში: თელავი, ახმეტა, ყვარელი, დედოფლისწყარო, თიანეთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებასა და ენერგოეფექტური, კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვას. პროექტი თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და საქართველოს მთავრობის მიერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0