პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის თაობაზე ანგარიში წარადგინა. ანგარიშის – ”წარსულში ( 2004-12 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ” პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
” ანგარიში აუცილებლად უნდა იყოს წარდგენილი საზოგადოებისთვის, ვინაიდან საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდებოდა, როგორ და რას ვებრძვით და რა არის მართალი. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, მე თუ მკითხავთ საქართველოში სულ წინასაარჩევნო კამპანიაა და ადამიანმა ვერ უნდა გააკეთოს თავისი საქმე?! ძალიან მძიმე შრომა ჩაიდო, მძიმე შრომაა წარმოდგენილი, მძიმე ფაქტების ჩვენება თუ რა ხდებოდა საქართველოში“, – განაცხადა ტყემალაძემ.