საქართველოში რიგით 70-ე საზოგადოებრივი ცენტრი დუშეთში გაიხსნა

08/11/2019

საქართველოში რიგით 70-ე საზოგადოებრივი ცენტრი დუშეთში გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ დუშეთისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით 200-მდე სოფლის მცხოვრებლებს მოემსახურება. მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისის სწრაფად და კომფორტულ გარემოში მიღებას და 24-საათიანი უფასო, უკაბელო ინტერნეტით სარგებლობას. საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომსახურებითაც ისარგებლებენ.
საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნეს. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ციფრული და ბეჭდური ბიბლიოთეკა, სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზები განთავსდა. დუშეთის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკა ყველა დანარჩენი საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკაზე უფრო დიდ ფართს იკავებს და მის სივრცეში ღონისძიებების მოწყობაც იქნება შესაძლებელი. საზოგადოებრივ ცენტრთან ერთად, ქალაქ დუშეთში ქორწინების სახლიც გაიხსნა და ადგილობრივი წყვილის – ანა ფრიდონაშვილისა და დავით ბარათაშვილის ქორწინება დაარეგისტრირა. აღსანიშნავია, რომ დუშთის მუნიციპალიტეტში, ამ დრომდე, ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0