საქართველოს წარმატება არის ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხი რუსეთის აგრესიაზე

07/08/2018

„აგრესიიდან 10 წლის შემდეგ საქართველოუფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული დაუფრო სტაბილური ქვეყანაა, ჩვენი ქვეყნისწარმატება არის ყველაზე მტკიცე დადამაჯერებელი პასუხი რუსეთის აგრესიაზე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის-2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცეპრემიერს საქართველოში ჩამოსვლისა და მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, 10 წლის წინ, მათი ქვეყნების ლიდერთა პროტესტმა საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს მხარდასაჭერად დარაზმა და ყველაზე მძიმე დღეებში, ქართველ ერს მომავლის რწმენა დაუბრუნა.

„ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ ჩვენიქვეყნის მეგობრებს, მეგობარი ქვეყნებისწარმომადგენლებს ქართული დემოკრატიისუმთავრეს კერაში – საქართველოს პარლამენტში.
პარლამენტი იყო ის ადგილი, სადაც ქართველიხალხის დიდი ძალისხმევით განხორციელდაჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა; აქჩაისახა დემოკრატიული მმართველობა; დაგანვითარდა ქართული სახელმწიფოებრიობისთანამედროვე სისტემა.
პარლამენტი კვლავაც ქართული საპარლამენტოდემოკრატიის ყველაზე მტკიცე საყრდენია, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფლებისერთგულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისესაერთაშორისო ასპარეზზე.
10 წლის წინ, აგვისტოს დღეებში, 2008 წელსსწორედ პარლამენტის სასახლის წინ შეიკრიბნენჩვენი მეგობარი ქვეყნების მეთაურები რუსეთისაგრესიის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. თქვენი ქვეყნების ლიდერების მძლავრმაპროტესტმა მოახდინა საერთაშორისოთანამეგობრობის დარაზმვა საქართველოსმხარდასაჭერად და იმედი მოგვცა ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას, რომ გადარჩებოდაჩვენი თავისუფლება და ეროვნულიდამოუკიდებლობა. საქართველოსთვის ყველაზემძიმე დღეებში თქვენმა გვერდით დგომამ ჩვენსხალხს მომავლის რწმენა დაუბრუნა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ მეგობარ ქვეყნებს დახმარებისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის შემდეგაც. „თქვენი მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანიაომის შემდეგაც, ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიისპირობებში საქართველოს განვითარებისა დაწინსვლისათვის. საერთაშორისო ასპარეზზეთქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია არა მარტოპოლიტიკური, არამედ მორალურითვალსაზრისითაც”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, აგრესიიდან 10 წლის შემდეგ საქართველო უფრო ძლიერი, დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანაა და მისი წარმატება რუსეთის აგრესიაზე ყველაზე მტკიცე და დამაჯერებელი პასუხია. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელ არსებობას განახლებული დაუფრო დემოკრატიული კონსტიტუციისპირობებში განაგრძობს და ახორციელებსრეფორმებს, რომლებიც კრიტიკულადაუცილებელია ჩვენი თავისუფლებისგანტკიცებისთვის.

„თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების შემდეგჩვენ შევძელით, მიგვეღწია მეტი რეგიონულისიმშვიდისა და მშვიდობისათვის. საქართველოსმთავრობის მშვიდობისმყოფელმა პოლიტიკამშეგვაძლებინა, შეგვემსუბუქებინა ოკუპაციისა დამცოცავი ანექსიის მძიმე შედეგები და ქვეყნისთვისდაგვებრუნებინა საერთაშორისო ავტორიტეტი. საქართველო მტკიცედ დაადგა დემოკრატიულიგანვითარების გზას, რამაც გააძლიერახელისუფლების შტოებს შორის წონასწორობა, გააძლიერა თავისუფალი მედია, სამოქალაქოსაზოგადოება და ადამიანის უფლებებისპატივისცემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს საქართველო დამოუკიდებელ არსებობასგანაგრძობს განახლებული და უფროდემოკრატიული კონსტიტუციის პირობებში დაახორციელებს რეფორმებს, რომლებიცკრიტიკულად აუცილებელია ჩვენითავისუფლების განტკიცებისთვის. დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნებისჩატარება საქართველოში ტრადიციად იქცა, რამაცჩვენს ხალხს გაუჩინა თავდაჯერებისა და სიამაყისგანცდა. ასევე, დემოკრატიისა და თავისუფლებისმაღალი ხარისხი შეუძლებელს ხდისსაქართველოს დაბრუნებას დიქტატურისა დაძალადობის სივრცეში, რაც განაპირობებსევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოსწევრობის დიდ მხარდაჭერას საქართველოსმოსახლეობაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა.

„ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისგზაზე ბოლო წლებში დიდი ნაბიჯებიგადავდგით, რამაც მოგვიტანა მზარდიეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზომიმოსვლა ევროპის ქვეყნებში და სტრატეგიულითანამშრომლობა ევროკავშირთან.
ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს მთავარიპრიორიტეტია, რომელსაც თანმიმდევრულად დაგანუხრელად მივყვებით. იმავდროულად, ვაძლიერებთ უსაფრთხოებისა და თავდაცვისსისტემას მეტი სიმტკიცისა და მდგრადობისათვის, რადგან გვესმის, რომ თავისუფლების დაცვასდიდი ძალისხმევა და თავგანწირვა ესაჭიროება. ჩვენს წინაშეა უდიდესი გამოწვევა – დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნებითშევძლოთ შემდგომი აგრესიის პრევენცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დამსოფლიოს თავისუფალ თანამეგობრობაშიგაწევრიანება, რაც გულისხმობს ნატო-სა დაევროკავშირში სრულ ინტეგრაციას. ჩვენმახალხებმა არაერთხელ გამოსცადესუსამართლობა და ძალადობა, მაგრამ ისტორიაგვიჩვენებს, რომ თავისუფლებას წინ ვერაფერიაღუდგება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისწარმატება ევროკავშირისა და ნატო-ს გზაზე, კეთილდღეობის, დემოკრატიისა დაუსაფრთხოების მაღალი დონე ძალას გვმატებს დაგვარწმუნებს, რომ საქართველოს მოსახლეობაცმალევე იზეიმებს ასეთივე წარმატებას.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეგობარიქვეყნების თანადგომით საქართველოგანამტკიცებს ეროვნულ თავისუფლებას, აღიდგენს მთლიანობას და თავისუფალიევროპისა და ევროატლანტიკურითანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრიგახდება”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.
სიტყვით წარსდგნენ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში ვიზიტით მყოფი პოლონეთის (იაცეკჩაპუტოვიჩი), ლიეტუვისა (ლინას ანტანას ლინკევიჩუსი) და ლატვიის (ედგარს რინკევიჩსი) საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის (პავლო როზენკო) ვიცეპრემიერი.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, საქართველოსოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა დაადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმევითარების, საქართველოს მთავრობისკონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისპოლიტიკისა და ამ მიმართულებით,საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შესახებ ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0