თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს ჩინეთიდან პოტენციურ ინვესტორთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, რომელთაც საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ინტერესი გამოხატეს.
პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრისას, მათ საკუთარ წინადადებებზე ისაუბრეს და მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ ქვეყნის ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სექტორებში.
საქართველოს ჩინეთიდან პოტენციურ ინვესტორთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია
04/12/2017