საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა და სიბრძნე, რომ ჩვენ ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო

02/08/2019

საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, თქვენი რჩევები თქვენი სიბრძნე, რომ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ შევძლოთ ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს, ილია მეორეს და ანგელოზის დღე მიულოცა.
მთავრობის მეთაური პრეზიდენტთან ერთად საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა აღავლინა.

„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი მოწიწებით და სიყვარულით მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდადებული შრომისთვის, შემოქმედებისთვის, მოღვაწეობისთვის, რომელიც ყოველთვის გულისხმობდა ქართული ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს, ჩვენზე ზრუნვას. მსურს ყველა ქრისტიანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე. თქვენო უწმინდესობავ! თქვენი ღვაწლი არის უდიდესი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ სრულიად საქართველოს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0