საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა იმერეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს იოსებ ხახალეიშვილს, რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტის მერს, ადგილობრივი თვითმმართველობის და ასევე, იმერეთის სტატისტიკის ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქსტატის მომავალი გეგმების გაცნობა და მათი საჭიროებების დადგენა წარმოადგენდა. რეგიონული სტატისტიკური მონაცემების გამოყენება დახმარებას გაუწევს ადგილობრივ თვითმმართველობას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია და უზრუნველყოფს სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების ინფორმირებულობას მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. საქსტატი გეგმავს კონსულტაციები გამართოს ყველა რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რაც გულისხმობს რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლას და აქტიურ დიალოგს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა იმერეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
19/02/2020