საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატან ცვლილებას მეორე მოსმენით 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი

14/04/2022

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა 85 ხმით მხარი დაუჭირეს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილების პროექტს. ცვლილების თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით გადაეცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხი. ასევე წესრიგდება სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეებთან, საფასურების განაკვეთებთან და საფასურების გადახდისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესთან დაკავშირებული საკითხები. ძირითად კანონპროექტამდე კენჭი ეყარა ალტერნატიულ წინადადებას, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, თეონა აქუბარდიამ გააცნო დეპუტატებს, თუმცა აღნიშნულმა წინადადებამ მხოლოდ 15 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0