ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, კონგრესმენ დინა ტიტუს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
ქართველმა პარლამენტარებმა ამერიკელ კონგრესმენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააცნეს.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო, ასევე თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში კონგრესმენ დინა ტიტუს შეხვდა
14/09/2017