საქართველოს სანავსადგურე სექტორში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

18/04/2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, „ციფრული ნავსადგურები – Digital Ports I“ ფაზის გახსნითი შეხვედრა გაიმართა, რომელიც „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ იმპლემენტაციის პროცესის ფინალურ ეტაპს მოიცავს. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, ასევე საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები, პარტნიორები და სამუშაო ჯგუფის წევრები. ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზარდელად.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ცენტრის მიმართ, საერთაშორისო დონეზე ინტერესია გაზრდილი და ამიტომ, აუცილებელია, რომ ეფექტური და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების შეთავაზება შევძლოთ. ჩვენ დავნერგავთ ერთი ფანჯრის პრინციპს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბი“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს სანავსადგურე სექტორში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის“ (MSW) დანერგვის პროცესი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამისა და აშშ-ს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს როგორც პროგრამულ, ისე სისტემის მატერიალურ უზრუნველყოფას. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს,

Tweet about this on TwitterShare on Facebook0