საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

15/10/2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ლუქსემბურგში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუმინეთის სახელმწიფო მინისტრთან, დან ნეკულაესკუსთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობას და მიმდინარე, საკმაოდ დინამიურ და წარმატებულ ურთიერთობებს. ამ მხრივ აღინიშნა 2019 წელს საქართველოსა და რუმინეთის ურთიერობების 300 წლიანი ისტორიის საიუბილეო თარიღი. ხაზი გაესვა რუმინეთის გამორჩეულ მხარდაჭერას სქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუმინეთს საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მხარდამჭერი განცხადებისთვის. საუბარი შეეხო მომდევნო წელს ევროკავშირის საბჭოში რუმინეთის თავმჯდომარეობას (2019 წლის იანვარი-ივნისი) და აღინიშნა, რომ საქართველო და „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ კვლავ იქნება რუმინეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტულ საკითხებს შორის. ხაზი გაესვა ორი ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კარგ დინამიკას, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და რუმინეთს შორის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სექტორალური მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას. ამ მხრივ მინისტრი მიესალმა მიმდინარე წლის ამბასადორიალზე, თბილისში, რუმინეთის ვიცე-პრემიერ მინისტრის ანა ბირჩალის დაგეგმილ ვიზიტს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რუმინეთის თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში და ორი ქვეყნის ჩართულობაზე საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტებში. ​

Tweet about this on TwitterShare on Facebook0