საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა

18/04/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი სეთურიძე დაინიშნა.
გიორგი სეთურიძე 2016 წლის მარტიდან დღემდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი გახლდათ. 2015-2016 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მრჩევლად ინფრასტრუქტურული პროექტების განხრით, 2011-2015 წლებში კამარა თრეიდინგ კორპორეიშენის (აშშ) გენერალურ დირექტორად. აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
გიორგი სეთურიძე 1969 წლის 10 იანვარს დაიბადა. დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ასევე, თბილისის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მაგისტრის წოდებით. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0