საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე–6 საერთაშორისო კონგრესი

30/06/2018

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე–6 საერთაშორისო კონგრესზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მოხსენებით წარსდგა. მან გლობალურ და ადგილობრივ დონეზე არაგადამდები დაავადებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სიკვდილიანობის სტატისტიკასა და ამ ტიპის დაავადებებთან საქართველოს ბრძოლის სტრატეგიაზე გააკეთა აქცენტი.
კონგრესში 30 ქვეყნის 1100 დელეგატი მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში, 24 სიმპოზიუმი ჩატარდა, სადაც რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტი განიხილეს.
საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე–6 საერთაშორისო კონგრესი 28 ივნისს გაიხსნა და დღეს დაიხურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0