საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს – არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს. არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ათონის მთაზე მიიწვია. ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს შეხვდა
15/09/2023