საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორი ახალი ვიცე-პრემიერი დანიშნა

12/07/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორი ახალი ვიცე-პრემიერი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის თანამდებობებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებენ. ვიცე-პრემიერები ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. მთავრობის შემადგენლობაში ჯამში სამი ვიცე-პრემიერია. აღნიშნული თანამდებობა ასევე უკავია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0