საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ხვდება. ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს ხვდება. შეხვედრა თეთრი სახლში, რუზველტის დარბაზში იმართება. საუბრის დაწყებამდე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიის წინაშე წარსდგნენ. ჯოზეფ ბაიდენი მიესალმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს თეთრ სახლში. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ხვდება
26/04/2016