საქართველოს პრეზიდენტმა დელაგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები შედიან, ვილნიუსის ისტორიული ნაწილი დაათვალიერა.
ესმა კოკოსკერიას განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება და მისი სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გამოიყენოს,
განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, რომლებსაც ცოდნის შეძენის სურვილი აქვთ, რომ შემდგომში საკუთარ სამშობლოს გამოადგნენ.
აგვისტოს ომის დროს ლიახვის ხეობიდან დევნილი პაატა შიუკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მიერ არჩეული, ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია და მხოლოდ ამ გზით- პარტნიორებისა და მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერითაა შესაძლებელი ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში დღეს დასრულდება.
საქართველოს პრეზიდენტმა ვილნიუსის ისტორიული ნაწილი დაათვალიერა
31/03/2017