გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა განიხილეს და თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი, ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კესტუტის იანკაუსკასს საქართველოში EUMM-ის მისიის ხელმძღვანელის რანგში შესრულებული სამუშაოსათვის, და საქართველოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლისა და ეფექტიანობის გაზრდის, ასევე საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა კესტუტის იანკაუსკასს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საქართველოს პრეზიდენტმა კესტუტის იანკაუსკასი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
22/08/2017