საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, არარეზიდენტი ელჩები მიიღო. გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები 6 ქვეყნის დიპლომატმა გადასცა: ჰონდურასის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა რამონ კუსტოდიო ესპინოსამ (რეზიდენციით ბერლინი), ბენინის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა ანისეტ გაბრიელ კოჩოფამ (რეზიდენციით მოსკოვი), არაბთა გაერთიანებული საამიროების დანიშნულმა ელჩმა იასიმ მოჰამად მუბარაკ აბდულა ალ ქასიმმა (რეზიდენციით ერევანი), ტაჯიკეთის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა ზოჰირ საიდოვმა, (რეზიდენციით ბაქო), ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა დოან თი სუან ჰიენმა (რეზიდენციით ასტანა), მოლდოვის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა გიორი ლეუკამ, (რეზიდენციით ბაქო).
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.