საქართველოს პრეზიდენტის დავალებით სოფიო შამანიდი კობის ოს მოსახლეობას შეხვდა

29/10/2016

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ყაზბეგის რაიონის სოფელ კობში მცხოვრებ ოს მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
სოფიო შამანიდის განცხადებით, ეთნიკურად ოსი მოსახლეობა, რომელიც კობში, ალმასიანში და ამ რეგიონში ცხოვრობს, გარდა იმისა, რომ სოციალურად მძიმე მდგომარეობაშია, უმთავრეს პრობლემად მაინც მამაპაპისეული სახლების დაკანონების პრობლემის გადაუჭრელობას ასახელებს.
სოფიო შამანიდი ამბობს, რომ მათ ხშირად ექმნებათ საზღვარზე გადასვლის პრობლემაც

Tweet about this on TwitterShare on Facebook0